kids.ge logo

წუწკი წრუწუნა

ფავორიტებში დამატება

ვერ მოშალა წუწკობა
ერთმა პატარა წრუწუნამ,
დედის მოტანილ კაკლეულს
ნეტავ, გემო რად უწუნა?

დაჰკრა ფეხი და ერთ ბეღელს
გამოჩიჩქნა ჭუჭრუტი.
ბინასაც აქ დავიდებო _
გაძახოდა ჩურჩუტი,

ზიდა და ზიდა სიმინდის
ჯერ ტარო, მერე მარცვალი...
ზღვა კოვზით დალიო,
სიბრძნე ყოფილა მართალი;

ბეღლის პატრონსაც ერთ დილით
ბეღელი დახვდა დაცლილი,
_ ქურდი მინახავს, ჩემი კი
სიმინდზე ყოფილაო აცრილი,

ჰოდა, ადგა და ჭუჭრუტანს
ხაფანგი იქვე ჩაუდგა...
მე იმას ვერა _ ვერ გეტყვით,
რა დღეც წრუწუნას დაუდგა...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიზმარიწუხელ ძილში მესტუმრნენ ზოოპარკიდან სტუმრები, ბუქნაკოჭა გამართეს _ ვერ ვძღებოდი ყურებით. ყირას იდგა მელია,...სამაისოდილა გათენდა ცინცხალი, მამალმა დასცა _ ყიყლიყო! გამოაღვიძა ხმამ შაშვი დაიჭახჭახა _ ვინ იყო? ჭალამ მძივება...დახუჭობანას თამაშის წინ გასათვლელი ლექსიგათვლა I ნახეთ, ნახეთ, რა გოგოა, თეოლინა _ თეო! ყველაფერზე, რაც ბრჭყვიალებს, გაიძახის _ მეო; მოკამკამე ვა...დახუჭობანას თამაშის წინ გასათვლელი ლექსივლა I ნახეთ, ნახეთ, რა გოგოა, თეოლინა _ თეო! ყველაფერზე, რაც ბრჭყვიალებს, გაიძახის _ მეო; მოკამკამე ვარსკ...საქათმეზე გასაკრავი ლექსიარ იფიქროთ, რომ მელიებს მოატყუოთ რამე. რამსიგრძე კუდს დღე უყურებთ _ სამი იმდენი აქვთ ღამე! _ არა გჯერათ? ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026