kids.ge logo

წიწილების სიმღერა

ფავორიტებში დამატება

წია-წია, მზის გულზე
გამოვედით ხალისით,
რახანია ეზოში
ჩვენი ხმები გაისმის.

წია-წია, დავქრივართ,
საკენკს ვკენკავთ,
ვწივწივებთ.
გვიხარია სიმღერა,
გულყვითელა წიწილებს.

ვეღარც ქორი გვაშინებს,
ვერც ზღაპრების მელია.
დარაჯად გვყავს მურია,
ჩვენი ეზოს მცველია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026