kids.ge logo

ჭკვიანს სწავლა უნდა

ფავორიტებში დამატება

ინგლისიდან ჩამოფრინდა
ერთ დიდ ტყეში ჩხიკვი,
მასპინძლად იქ ეგულება
კუდბათქუნა ციყვი.

ინგლისურის შესასწავლად
შექმნა ჯგუფი "ბეცი",
მოდას აყვნენ,ეწერება
ჯგუფში ყველა მხეცი.

ფრინველებმაც კი ბარტყები
მრავლად მოიყვანეს,
ჩხიკვისთვის კი საჩუქრებად
რა არ მოტანეს:

ყვავილები, ჭია-ღუა,
მატლები თუ სოკო,
"ჩვენ შენ ნუგბარს არ მოგაკლებთ,
მათ ასწავლე ოღონდ".

წუთს არ აცდენს მართლაც ჩხიკვი,
ხმა ჩაწყდა თითქმის,
მერამდენედ იმერებს
თუ რა როგორ ითქმის.

დაფად თეთრი ლოდი ჰქონდა,
ზედ ნახშირით წერდა,
ყველას ჯობდა დაზუთხვაში
თუთიყუში გერდა.

დათვის ბელიც ინგლისურად
მალე აბურტყუნდა,
ყვავსაც შვილი უცხორად
ამღეროს უნდა.

მგელი,მელა,ტურა, დათვი,
შაშვი,მტრედი,ქორი,
მონდომებით სწავლობს ყველა,
ზარმაცია ღორი.

დაღრუჩუნებს;-რად მინდაო,
მე ინგლისში წავალ?
ამ ტყეში კი ქართულითაც
ხომ ილად გავალ?

ხან ურჩიეს,ხან დასცინეს,
რაფერმა გაჭრა,
ყველაფერი ეზარება
ჭამის, ძილის გარდა .

ხო,და ღრუტუ, მაგ ტლაპოში
გორავებ მუდამ,
უტვინო ხარ, ყველა ჭკვიანს
სწავლა გულით უნდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლის ბაბუა-კარზე ვიღაც აკაკუნებს, აბა, ნახე ცირა. ცოდვა არის იქ რომ დარჩეს, გარეთ ძლიერ ცივა. კარებს ფართოდ გავუღებ...პატარა მხატვრები-თემური, იცი რას გეტყვი? მოდი, ბებია დავხატოთ, ოღონდ ისე, რომ სურათში სულ ახალგაზრდა გავხადოთ. ბებიკოს გა...ეს მე მოვდივარ სწავლის დაწყებას ელის მამულის მთა და ბარი, სკოლისკენ მოიჩქარის ბავშვი, კაცი თუ ქალი. ჰა, სასექტემბროდ რეკ...* * *დედი, შეხე, ჩვენი ფისო, სახურავზე ზისო, მოდი, კიბე მივუტანოთ, ვეღარ ჩამოდისო! -კატას კიბე რაღად უნდა, შენ...დარჩნენ ხახამშრალებიფისოს ჰყავდა სამი კნუტი: ფუსო, ფოსო, ფასუნა და სამივე იყო ცელქი, ღუნღულა და გლასუნა. ერთხელ თაგვი გასაწრთ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026