kids.ge logo

ეს მე მოვდივარ

ფავორიტებში დამატება

სწავლის დაწყებას ელის
მამულის მთა და ბარი,
სკოლისკენ მოიჩქარის
ბავშვი, კაცი თუ ქალი.

ჰა, სასექტემბროდ რეკავს
დღეს ხმაწკრილა ზარი,
ეს ჩვენი კოხტა სკოლა,
ცოდნის სამჭედლო არი

და მოვისწრაფი თქვენსკენ
სე, ვით ნიავქარი,
ეს მე მოვედი, ხალხნო!
ფართოდ გამიღეთ კარი.

აქ ჯერ არავინ იცის
ჩემი სახელი, გვარი,
ვისწავლი ისე, გავხდე
კლასის და სკოლის თვალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლევანი და აქლემი მასწავლებელი გაკვეთილს უხსნის პატარებს კლასში, მას გასუსული შეჰყურებს ოცდაერთივე ბავშვი. საინტერესოდ უყვე...ქართველი ხარ?ქართველი ხარ? მაშ გიყვარდეს დედა ენა, ქართული, გერმანულის,ინგლისურის იყავ სწავლით გართული. ფრანგულიც და ე...რად დაარქვით ნაცარა?ბაჭია ჰყავს გიორგის, სახელია - ნაცარა, თუმცა ერთი ციცქნაა, სალათისგან გაგვცალა. პურსაც კარგად მიირთმევს, ...თავნება დაიკომე მყავს ორი დაიკო, ერთი ჩემზე პატარა, თუმცა დიპლომატია, მის ჭკუაზე მატარა. კართან კოცნით მაცილებს, სკოლა...ლიკას ცოდნის საიდუმლოერთჯერ ერთი რამდენია? ეკითხება მამა ლიკას, ლიკამ უმალ სასაცილოდ ერთი თითუნა აბზიკა. ნულს რომ ერთი მივუმატ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026