kids.ge logo

ჭკუა ისწავლა

ფავორიტებში დამატება

ახველებს და სიცხე მისცა,
ჩვენს მეზობელ გოგოს,
- უჰ, სკოლაში აღარ წავა,
გამართლა როგორ!-
ამბობს ნიკო და უგულოდ
არჩევს ხვალის წიგნებს,
- ვინახულებ და კორონა
გადამედოს იქნებ -
ბრაზობს დედა: - ზარმაცი ხარ
და სულელი თანაც,
სწავლას, თამაშს ავად ყოფნა
გირჩევნია განა?
თითქოს ნიკოს ეს სურვილი
ღმერთმა შეუსრულა,
სიცხე მისცა, თავი ტკივა,
თვალებს მალ-მალ ლულავს.
ყლაპვა უჭირს, ზურგიც ტეხავს,
თან ახველებს მწარედ,
ლოგინში წევს გათანგული,
ვეღარ გადის გარეთ..
ახლა მიხვდა, ავად ყოფნა
ძლიერ ცუდი არი,
ნატრება, ესიზმრება
სკოლის ეზო კარი.
- ოღონდ მალე მომარჩინე
ღმერთო და გპირდები,
მე ათებზეც კი ვისწავლი,
კარგად რომ ვიქნები.
ხვალ სკოლაში გავიქცევი,
ღონდ მოვრჩე ღამე,
რასოდეს არ ვინატრებ
აწ, სულელურ რამეს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქართველი ხარ?ქართველი ხარ? მაშ გიყვარდეს დედა ენა, ქართული, გერმანულის,ინგლისურის იყავ სწავლით გართული. ფრანგულიც და ე...თამუნა, ციცო და გიათ - ჰეი, გია, ადე ჩქარა, წამო, ვითამაშოთ ბურთი, ციცო კართან გველოდება, რას ზოზინობ, რაღას უცდი? გ - ვერა,...აბა, გამოიცანიწუხელ კოღომ ჩემს ყურთან რომ გააბა წუილი, მართალი თუ ტყუილი? ფისოს ხეზე ასვლაში რომ არა ჰყავს ბადალი, ტყუი...კუდრაჭა ნინო დაიკონას გაკვეთილს დინჯად უხსნის ხათუნა, ნინო სულაც არ უსმენს, სხვა ფიქრებში გართულა. “ბაღში ბალი დამწიფდ...ლელა და გია გ-წამო, ლელა, ვისეირნოთ, მე დაგიკრეფ იას, ლ-არა, არა, ვერ წამოვალ, დამეხსენი გია. გ-წამო, მაშინ მგელობანა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026