kids.ge logo

უცოდინრობის წამალი

ფავორიტებში დამატება
დილით, მეზღაპრე გუდითა,
თურმე, ესტუმრა ბავშვებსა,
წიგნებიც მისცა ფუთითა,
და კიდეც ათამაშებსა.

მეზღაპრემ როს შემოწმა ,
როგორ სწავლობენ ანბანსა,
არ მოწონა ცოდნა და,
დასხა, უყვება ამბავსა:

- უცოდინრობა სენია,
ის ემართებათ ზარმაცებს,
ლონდრეებს,მძინართ და არა,
ბეჯითებს, ცქვიტებს,მამაცებს.

განიკურნება ადვილად,
მე ვიცი მისი წამალი:
მოსწავლე უნდა დგებოდეს,
როცა იყივლებს მამალი.

სკოლაში ყური დაუგდოს
მან მასწავლებლის საბარს,
და არა თავის მეგობრებს
ფუჭი ბასი გაბას.

წეროს და წიგნი იკითხოს,
კითხოს ბევრზე ბევრიო,
მერწმუნეთ მალე გახდება,
მეწინავეთა წევრიო.

ბავშვებმა არც კი იციან,
ცოდინრობა სენია,
მას, მხოლოდ წიგნი განკურნავს,
ადვილად მოსარჩენია.

ფუთა გახსნა და ყველანი,
დასაჩუქრა წიგნებით:
-და როცა კვლავაც გეწვევით,
წარჩინებულნი იქნებით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მგელი და კრავიერთ მსუნაგ და ავ ზნის მგელსა, დაკარგვია, თურმე, შვილი, პაწაწინა, აღუჩუნა, ჯერ კიდევ ახალშობილი. არ დავტოვ...მხიარული ზღაპარი ნოტებზეაი ისიც მობრძანდააა, ჩვენი ზღაპრის გუდა, მხიარული ამბავი, მან გიამბოთ უნდა. თურმე შეხვდნენ ერთმანეთს, სამ...მეურნე იმედამსურს მოგიყვეთ ამბავი, ფრიად გასაკვირი, ჰყავს ბიჭუნა იმედას, ყურპარტყუნა ვირი. განა მარტო ვირი ჰყავს, ძრო...ლოცვა-ნანინადედა-შვილობის მადლითა, ქრისტე ღმერთის დალოცვითა, დაიძინე, ციცქნა შვილო, იმედო და თვალის ჩინო. ანგელოზი გე...ნინი და საზამთროუჰ, რა გემრიელია დალოცვილი საზამთრო! მისმა სიტკბომ, სურნელმა ნინი სულ მთლად დაათრო. დაიჭირა ორ ხელში, თავ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „უცოდინრობის წამალი“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026