kids.ge logo

ლილე

ფავორიტებში დამატება
ლილევოდა, დიდება შენდა,
დიდება შენდა, ზეცირო!
ოქროსი გიდგას სრა-სასახლე,
გარს აკრავს ოქროს გალავანი,
გალავნის ძირას ირმებია,
ქიმ-ქონგურებზე შევარდნები.
შენს საღმრთო ხარებს, მეფეო,
რქები ადგათ - რქები ოქროსი,
ლაღებზე ბუღრაბენ,
ირყევიან დიდი ქედები.
ნებირი შენი ვერძები
რქებით ერთმანეთს აწყდებიან,
მთათა იმსხვრევა ხერხემალი,
ქანაბენ მძიმე ბურჯები.
ლილევოდა, დიდება შენდა,
ბნელი ახლოს ვერ გეკარება,
ზღვასა და ხმელზე დაგიყრი
მოელვარე სამკალები.
ლილევოდა, დიდება შენდა,
დიდება შენდა, ზეცირო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გადაიარე, ღრუბელოგადაიარე, ღრუბელო, ნუ მაიყოლებ ავსაო, მთის პირთ მდგომარე მეცხვარეს, ნუ უზარალებ ცხვარსაო. წელზე არღვევდა ...ლატალს მობრძანდა თამარილატალს მობრძანდა თამარი, ლაჰლას ნათელი მოფინა. - სვანეთი ვაკე მეგონა, სულ მთა და გორი ყოფილა....იავნანაიავ, ნანა, ვარდო, ნანა, იავნანინაო, დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო, ჯერ არ გათენებულაო, იავნანინაო, ვარსკ...ხოგაის მინდიხოგაის მინდი კვდებოდა, მზე წითლდებოდა, ცხრებოდა, ცა ჭეხდა, მიწა გრგვინავდა, სული გვიანა ჰხდებოდა, ჩამოდიო...მზე შინამზე შინა და მზე გარეთა, მზევ, შინ შემოდიო. უკივლია მამალსაო, მზევ, შინ შემოდიო. გათენდი, თუ გათენდები, მზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026