kids.ge logo

ჭკუა ისწავლა

ფავორიტებში დამატება

ახველებს და სიცხე მისცა,
ჩვენს მეზობელ გოგოს,
- უჰ, სკოლაში აღარ წავა,
გამართლა როგორ!-
ამბობს ნიკო და უგულოდ
არჩევს ხვალის წიგნებს,
- ვინახულებ და კორონა
გადამედოს იქნებ -
ბრაზობს დედა: - ზარმაცი ხარ
და სულელი თანაც,
სწავლას, თამაშს ავად ყოფნა
გირჩევნია განა?
თითქოს ნიკოს ეს სურვილი
ღმერთმა შეუსრულა,
სიცხე მისცა, თავი ტკივა,
თვალებს მალ-მალ ლულავს.
ყლაპვა უჭირს, ზურგიც ტეხავს,
თან ახველებს მწარედ,
ლოგინში წევს გათანგული,
ვეღარ გადის გარეთ..
ახლა მიხვდა, ავად ყოფნა
ძლიერ ცუდი არი,
ნატრება, ესიზმრება
სკოლის ეზო კარი.
- ოღონდ მალე მომარჩინე
ღმერთო და გპირდები,
მე ათებზეც კი ვისწავლი,
კარგად რომ ვიქნები.
ხვალ სკოლაში გავიქცევი,
ღონდ მოვრჩე ღამე,
რასოდეს არ ვინატრებ
აწ, სულელურ რამეს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რად დაარქვით ნაცარა?ბაჭია ჰყავს გიორგის, სახელია - ნაცარა, თუმცა ერთი ციცქნაა, სალათისგან გაგვცალა. პურსაც კარგად მიირთმევს, ...ლიკას ცოდნის საიდუმლოერთჯერ ერთი რამდენია? ეკითხება მამა ლიკას, ლიკამ უმალ სასაცილოდ ერთი თითუნა აბზიკა. ნულს რომ ერთი მივუმატ...შავი და თეთრი კატაბექობზე ერთად ისხდნენ შავი და თეთრი კატა და უყვებოდნენ ერთურთს, რომელს თავს რა გადახდა. შავმა თქვა: მოვია...ეს მე მოვდივარ სწავლის დაწყებას ელის მამულის მთა და ბარი, სკოლისკენ მოიჩქარის ბავშვი, კაცი თუ ქალი. ჰა, სასექტემბროდ რეკ...გიორგი და გირშელიგიორგი და გირშელი ტყუპი ძმები არიან, ერთმანეთის გარეშე ყოფნა უჭირთ ძალიან. გიო უფრო ცელქია, უფრო დინჯი - ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026