kids.ge logo

შავი და თეთრი კატა

ფავორიტებში დამატება

ბექობზე ერთად ისხდნენ
შავი და თეთრი კატა
და უყვებოდნენ ერთურთს,
რომელს თავს რა გადახდა.
შავმა თქვა: მოვირე,
აღმოსავლეთის მხარე,
ვისაც ვესტუმრე , ყველა
პატრონი გავახარე.
მუსრი გავავლე მღრნელებს,
გამოვიჩინე თავი.
როგორ მომნათლეს იცი?
„კატების მეფე-შავი“.
გაიჯგიმა და ცერად
თეთრ კატას გადმოხედა:
- შენ საით იყავ, მითხარ,
რა გაკეთე ნეტა?
- მეც იქით ვიყავ ძმაო,
ღონდ, ვსტუმრობდი მინდვრებს,
არ ვაკარებდი ხორბალს
თაგუნებსა და ჩიტებს.
მუშებს ვუყვარდი ძლიერ,
მანებივრებდნენ ნუგბრით,
მათთან გასტუმრებ, იქით
ერთად წავედით თუკი.
მთვარე უსმენდა კატებს
და უხაროდა მნათობს,
კარგია, როცა თოვს და
მოგონებები გათბობს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლელა და გია გ-წამო, ლელა, ვისეირნოთ, მე დაგიკრეფ იას, ლ-არა, არა, ვერ წამოვალ, დამეხსენი გია. გ-წამო, მაშინ მგელობანა...კუდრაჭა ნინო დაიკონას გაკვეთილს დინჯად უხსნის ხათუნა, ნინო სულაც არ უსმენს, სხვა ფიქრებში გართულა. “ბაღში ბალი დამწიფდ...კარგად მომხვდა... დაბანეო კნუტი- დამიბარა დედამ, -კარგად გასაპნეო, გაშავდაო, ხედავ? სიმართლე რომ გითხრათ ძლიერ დამეზარა, რა...ნატვრამეც რომ ვიყო ჟირაფი, დედი, როგორ მინდა, ხილს ადვილად მოვწყვიტავ უკიბოდ იქ, ხიდან. ჩურჩხელებსაც მივწვდები,...ზარმაცი ჯამბული- გაკვეთილებს რად არ სწავლობ, რად ზარმაცობ ჯამბული? მუდამ რად ხარ მოუსვენრად, სხვა ფიქრებში გართული? - რა...

ნახატი ლექსები

ლექსზე „შავი და თეთრი კატა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026