kids.ge logo

წიწილა

ფავორიტებში დამატება

დაკარგა წიწილა,
დარბის წიავ-წიავით,
მოყვითალო ბუმბულებს
უფრილებს ნივი.
ქეთ კრუხი ქოთქოთებს,
ჰკიცხავს თავის პაწიას
-ალბათ ეზო არ ეყო და
ქუჩისაკენ გასწია.
-ადე მურა, მიშველე,
მაპოვნინე წიწილა,
ალბათ უკვე სხვა კრუხმა
პოვა და იშვილა...
ძებს მურაც ერთგულად,
ქუჩის ბოლოს მიაგნო,
ძანაც არ უცემია,
მხოლოდ თათი მიდო.
შემოუძღვა ეზოში,
დადნა კრუხი ცრემლებად,
-გენაცვალოს დედიკო-
წიწილს თავზე ევლება.
შეფარა ფრთების ქვეშ,
გული უცემს ძალუმად,
წრიპა თვალებს აპარებს
ქუჩისაკენ მალულად.
მაგრამ სად გაიქცევა?
მურა დარბის ვენახში,
გულისყურით დარაჯობს
გახარებულ დედა-შვილს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მამაცი ლეკვიწვიმდა და ყველა გარბოდა სადღაც, აგერ, ეზოში,ჩვენს კოხტა ბაღში, წვიმის წვეთებში ამოლუმპული წიწილა, ლეკვთან...კატა და თაგუნაგუშინ თაგვი შევნიშნე, სახლის ბოლოს კუთხეში. აქეთ კატა დარბოდა, მსუნაგი და უხეში. შეამჩნია თაგუნა ძველ პურ...ციცქნა გოჭიდედა ღორს დააკლდა გოჭუნა თვლაში, მოქექა ეზო და არ მოხვდა თვალში, მივარდა სხვა გოჭებს,დაუწყო დათვლა, გოჭებ...თედოს პირველი თოვლიგაოცებით უცქერს თედო, როგორ ცვივა ციდან ფიფქი. მამა თოვლის კაცს აკეთებს, აგერ ბიჭი ციგით მიჰქრის. დღეს პი...აქლემიცხელ ქვიშაში მორჩილად მიირწევა აქლემი, არ გეგონოთ ზარმაცი- ტვირთმზიდია ნაქები. შეეგუა უდაბნოს , ებრძვის ქ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026