kids.ge logo

მღერიან თუშის ბიჭები

ფავორიტებში დამატება

მიტანტალებენ ბილიკზე
თუშის პატარა ბიჭები,
ფეხში ესობათ ეკლები,
ფეხში ესობათ ხიჭვები.
მიდიან, მიიმღერიან,
მთები უწყობენ ხმასაო:
"თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ,
კიდევ ვჯობივარ სხვასაო...
არ მივატოვებ არასდროს
მთაში გარეკილ ცხვარსაო,
არ გავაცივებთ ღადარსა,
არ გამოვკეტავთ კარსაო,
მალოს, დიკლოს, შენაქოს
არ დავუტოვებთ სხვასაო".
ნიმორები გადმოდგნენ
გადმოფინენ მთებსაო.
მდინარები გადმოსკდნენ,
კლდემ კლდეზე დაიკვნესაო.
რემმა ირემს გასძახა:
ბალღებმა ეს რა თქვესაო!
ნეტაი, ჩვენსა მამულსა!
ნეტაი, დედათქვენსაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იარა ყვავილს ვგავარ, თუ იცით? კარგად შემხედეთ, აბა... ცისფერი ქუდი მახურავს, მაცვია ლურჯი კაბა. ბაღში ვარ, ...სარფელი მეთევზე ბავშვების სიმღერააიდა, აიდა, გასცურე, ბაიდა, გამოდი, კეფალო, გამოდი, სტავრიდა! აიდა, აიდა, მოუსვი, ბაიდა, დელფინი მოვარდა,...ბაღიმე ბაღი ბაღი მეგონა, ყვავილებით და პეპლებით, აქ კი რა დამხვდა? - მაგიდა, წიგნი და მასწავლებელი, ვაშლის ფა...ლელას და ნიშა ხარის გაბაასება- როგორ ხარ, ხარო ნიშაო? - ისე რა, არა მიშავო... - შენ როგორა ხარ, ლელაო? - რა ვი... ვარ ნელა-ნელაო, დიდე...მამალიროცა ავად ვიყავი, ვსვი და ვყლაპე წამალი და დედიკომ საჩუქრად მომიყვანა მამალი. ერთხელ ძია გვესტუმრა, ბაბუა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026