kids.ge logo

იყო და არა იყო რა

ფავორიტებში დამატება

ყო და არა იყო რა, -
სე დაწყო ზღაპარი,
ტყუილზე ბევრად ტყული,
მართალზე უფრო მართალი.
ზღაპარი ბებოს ბებიის
ბებიამ ჯიბით ატარა.
თავიდან თურმე ყოფილა
ხორბლის მარცვალზე პატარა.
ზედ მიკემსავს ბებიას
რაში, წყარო და ფოთოლი,
ვარსკვლავები და ჩიტები,
მზეთუნახავი, ობოლი.
მეფისწული და ფასკუნჯი,
ქორბუდა, მგელი, არწივი,
მშვილდ-ისრიანი დევ-გმირი
და კუდინი მაცილი.
კარო ციხე-კოშკები,
ქონგურინი ქალაქი,
ქოსატყულა, ვეზირი,
ცხრამთისიქითა ალაგი.
ჰოდა, გაბევრდა ზღაპარი,
ვეღარ იტევდა ჯიბე,
სუყველაფერი შესანსლა
სულარაფერის ჯიბრზე.
შეძვრა სკივრში და წიგნებში,
ავსო ქოხიც, სასახლეც,
ზოგმა წამლისთვის გაახმო,
ზოგმა გათალა სასახრედ.
მოდო მთა-ბარს, გზა-შარას,
პეტრეს, პავლეს და ივანეს.
ძებეს, მაგრამ დასაწყისს
მერე ვეღარსად მიაგნეს.
დასასრულს ნელა ახვევდნენ
ფთილად, კოჭად და გორგალად.
ვინ - ფარდაგს ქსოვდა,
ვინ - კაბას,
ვინ - ქვაბის ძირი მოკალა.
განი თხამ შემოჭამა,
სიგრძე - დევების ვირმა,
რაც დარჩა - ცხადმა შესნსლა,
რაც არა - შესვა ძილმა.
ბებოს ბებიის ბებიამ
ვეღარაფერი იღონა,
ჯიბეში ჩარჩა ნამცეცი -
ყო და არა იყო რა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დარისა და ავდრისარაც არის, არის, მოდი, ერთად შევსანსლოთ ქარი! რაც არის, არის, დავაყოლოთ ზედ წვიმის წყალიც! რაც არის არის, ...დედათუ გინდა, რომ არასოდეს არ დაბერდეს დედა, გაუღიმე, მიეფერე, როცა დაღლილს ხედავ. დედის გული შენზე ფიქრით, ლ...საქართველოჩემს სამშობლოზე ლამაზი არ მეგულება მხარე! აქ ყველა სოფლის წყაროზე უკვდავების წყალს დალევ. მწვერვალი ზღვას...ორი ჩიტიოთხი ცალი წიწიბურა ორმა ჩიტმა გაყო ძმურად. მერე ნამი დალიეს, ეთამაშნენ კალიებს, იწუწავეს რუში. დედიკო რომ...დედასდედა, დედილო, დედუკავ, მზეზე თბილო და ტკბილო, შენს გულს რომ გაუხარდება, ისეთ შვილობას ვცდილობ. ყოველი დღი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026