kids.ge logo

დედას

ფავორიტებში დამატება

დედა, დედილო, დედუკავ,
მზეზე თბილო და ტკბილო,
შენს გულს რომ გახარდება,
სეთ შვილობას ვცდილობ.

ყოველი დღის გათენებამ
მინდა გაჩუქოს ლხენა.
იმგვარი, როცა პირველად
მადგმევინე ენა.

როცა პირველი ნაბიჯი
შენსკენ გადმოვდგი, დედა,
მსურს, დღესაც იმ სხივს ვხედავდე,
მაშინ რომ თვალში გედგა.

სკოლაში რომ მიმაცილე
სულ, სულ პირველად, გახსოვს?
ვიცი, შენს გულში დღემდე რომ
ის იმედები სახლობს.

ის მადლითცა და სიკეთეც,
რითიც შენ მზრდიდი, დედი,
ღვთის სიყვარული თუ იყო,
მაგ გულიდან რომ გვფენდი.

სამშობლო, სიტყვა, მოყვასი,
ბუნება - ყველა ერთად,
შენ გამიცოცხლე, დედიკო,
სიხარულად და სევდად.

დედა, დედილო, დედუკავ,
მზეზე თბილო და ტკბილო,
რა უნდა გითხრა ისეთი,
სჯობდეს შენს ნათქვამ „შვილო“-ს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბასი-ბუსიჩვენს ქალაქში დაქრის, ჰერი, ავტობუსი გრძელზე გრძელი! ყველა იმ ავტობუსს ელის, დაჰყავს მგზავრი ცოტაც, ბევრი...თოვლივაშა! ვაშა! მოვამზადებთ თოვლის ვახშამს! თოვლის ფქვილი, თოვლის რძე გარეთ მუხლის თავზე დევს. თოვლის ყველი, ...რიხით სათქმელიერთ კაცად მეც ხომ გეზრდები, ჩემო ლამაზო მამულო?! გესმის? ჩემს ციცქნა ძარღვებში შენი სიცოცხლე ხმაურობს! ხმ...საქართველოჩემს სამშობლოზე ლამაზი არ მეგულება მხარე! აქ ყველა სოფლის წყაროზე უკვდავების წყალს დალევ. მწვერვალი ზღვას...ზოოპარკში- ბეჰემოტო, ამო წყლიდან, მარტო ყოფნა არ მოგწყინდა? მოდი, ვჭამოთ ბატი-ბუტი, გინდა შაქრიანი ბამბა? - ა ბ ა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026