kids.ge logo

დედა

ფავორიტებში დამატება

თუ გინდა, რომ არასოდეს
არ დაბერდეს დედა,
გაღიმე, მიფერე,
როცა დაღლილს ხედავ.
დედის გული შენზე ფიქრით,
ლოცვითაა სავსე.
თუ რამე გაგიჭირდა,
დედას უხმობ წამსვე.
ღალატო, უანგარო,
გიერთგულებს მარად,
თითქოს სუნთქვას გიმსუბუქებს,
გაფრენს ჩიტის დარად.
დედის მსგავსი ქვეყანაზე
ვერაფერი ნახო,
თურმე, კარგი შვილის დედა
დგას უფალთან ახლოს.
თუ გინდა, რომ არასოდეს
არ დაბერდეს დედა,
გაღიმე, მიფერე,
როცა დაღლილს ხედავ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზოოპარკში- ბეჰემოტო, ამო წყლიდან, მარტო ყოფნა არ მოგწყინდა? მოდი, ვჭამოთ ბატი-ბუტი, გინდა შაქრიანი ბამბა? - ა ბ ა ...კესოს ლექსიესო-მესო, გაჩნდა კესო! სხივად შეემატა დღესო, როცა სძინავს _ მთვარესა ჰგავს, როცა ღვიძავს _ დილის მზესო. ქ...სკოლაშიყოველ დილით სკოლისაკენ მივდივარ და მიხარია - ჩემი მასწავლებელი და მეგობრები - იქ არიან! ერთად ვსწავლობთ წ...საქართველოჩემს სამშობლოზე ლამაზი არ მეგულება მხარე! აქ ყველა სოფლის წყაროზე უკვდავების წყალს დალევ. მწვერვალი ზღვას...სად ხარ, გეძებ, შემოდგომავ?იქნებ ღრუბლებიდან მოდის წვიმასა და ქართან ერთად? იქნებ, სკოლაშიც კი გვიცდის, კლასში გვემალება, მერხთან? ი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026