kids.ge logo

ქუმელა

ფავორიტებში დამატება

ბაჭოს დედა კურდღელმა
მოუმზადა ქუმელა.
ცეცხლი მისცა ღუმელმა,
წყალი მისცა ღრუბელმა.
ბაჭო-ბიჭის ნათლიამ
ფქვილი მხარით ათრი
ტყე-ტყე,
კორომ-კორომ
და აუვსო სორო.
დედას ჰყავდა დაქალი,
მისცა ცოტა შაქარი.
კარაქი და ერბო
წილადა ბებომ.
მეზობელიც ჰყავდათ _
შინაბერა ციყვი,
მან მარილი არგო,
რიდე მწიკვი.
დახალული თხილი,
კაკალი და ნუში
ბიცოლამ და ბიძამ
მოკითხეს გუშინ.
თუხთუხდა ქუმელა,
ტყე აავსო სურნელმა.
დედამ ფაფა თანაბრად
წილადა სუყველას:
სო - მესო - მეზო - ბელსო,
სო -მასო მეგო - ბარსო,
სეც -ბაჭო-ბიჭსაო,
ღმერთი გამიზრდისაო!
სო - ჩიტსო,
სო - თაგვსო,
ერთი ლუკმაც - ბეჩავ თავსო,
თავად ქვაბის ძირი ლოკა,
მოივსო ცალი ლოყა.
- მე?
- შენც გარგეს წილი,
ბა, გახსენ პირი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უთხრა ინამ ლოკოკინას-მთელი ზამთარი რომ გძინავს, ძილისგუდა ლოკოკინავ, გაზაფხულდა, გაიღვიძე, დათბა, არც თოვს, აღარც ყინავს. ამო...ბაღის მეგობრებიჩვენ ვართ ბაღის მეგობრები, ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ, ვინმემ თუკი მოიწყინა, რას ვაკეთებთ? - გავართობთ! -...რიხით სათქმელიერთ კაცად მეც ხომ გეზრდები, ჩემო ლამაზო მამულო?! გესმის? ჩემს ციცქნა ძარღვებში შენი სიცოცხლე ხმაურობს! ხმ...ბებოს ლხინი- აბა, ჩემო სანოვაგევ ხვავისა, იქეც სტუმრის და მასპინძლის ხალისად! მადლი უფალს, რომ გვარგუნა ლუკმა, მალე ..."წესრიგომიცინი"თუ არ იბან საპნით ხელებს, იწეპებ და იკრობ ბაქტერიებს, ვირუსებს და ათასობით მიკრობს. თუნდაც იყო ბრძენთაბრძ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026