kids.ge logo

"წესრიგომიცინი"

ფავორიტებში დამატება

თუ არ იბან საპნით ხელებს,
წეპებ და იკრობ
ბაქტერიებს, ვირუსებს და
თასობით მიკრობს.
თუნდაც იყო ბრძენთაბრძენი,
მათ რა დათვლის აბა?!
ნურასოდეს მივცემთ ჩვენი
დამარცხების საბაბს!

თუ არ იცვლი საგარე
ფეხსაცმელს და სამოსს,
თუ საჭმელსაც ზეზელად ჭამ,
როდესაც მგზავრობ,
თუ მეგობრის ნაღეჭ კევებს
შენც ღეჭავ და ბერავ,
თუ არ წმენდ და ასუფთავებ
ჩანთასა და პენალს,
არც პირბადეს იკეთებ და
ხელს ყველაფერს ჰკიდებ,
გახსოვდეს, რომ საშიშია,
თავს ხიფათში იგდებ!

კორონაა დამპყრობელი,
ჩინარი, უხმო
დიქტატორი, მსოფლიოს რომ
მოსვენებას უფრთხობს!
სისუფთავე! დისტანცია! -
ი, ოქროს წესი!
ვირუსისგან დაცვის წამალს
ძახიან „ წესრიგს“!
საკმარისი როდი არის
მხოლოდ ერთი კოვზი?!
„წესრიგიმიცინი“ უნდა
სვა უწყვეტი დოზით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედათუ გინდა, რომ არასოდეს არ დაბერდეს დედა, გაუღიმე, მიეფერე, როცა დაღლილს ხედავ. დედის გული შენზე ფიქრით, ლ...იყო და არა იყო რაიყო და არა იყო რა, - ასე დაიწყო ზღაპარი, ტყუილზე ბევრად ტყუილი, მართალზე უფრო მართალი. ზღაპარი ბებოს ბები...ძილისგუდებიდავაგეთ ხირაულები, ფერითა მხიარულები. ზედ დავსხედით და ვიზღაპრეთ, თვალს მოგვივიდა რულები, მივკოტრიალდით ი...მეგობრობაუსათუოდ იპოვის, ვინც მეგობარს ეძებს! კაცი, ჩიტი, ხე, ცხოველი, უმეგობროდ ვერ ძლებს! მაგიდა რომ მაგიდაა, ვი...სად ხარ, გეძებ, შემოდგომავ?იქნებ ღრუბლებიდან მოდის წვიმასა და ქართან ერთად? იქნებ, სკოლაშიც კი გვიცდის, კლასში გვემალება, მერხთან? ი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026