kids.ge logo

ბებოს ლხინი

ფავორიტებში დამატება

- აბა, ჩემო სანოვაგევ ხვავისა,
ქეც სტუმრის და მასპინძლის ხალისად!
მადლი უფალს, რომ გვარგუნა ლუკმა,
მალე გავშლით ჩვენს ჯადოსნურ სუფრას!-
ამბობს ბებო და ამზადებს სადილს,
ყველასათვის მართავს ნამდვილ ნადიმს:
პური - ჩვენ,
ნამცეცი - ჩიტსო,
ჩვენს ფანჯარასთან რომ ზისო,
ხორცი - ჩვენ და
ძვალი -ძაღლსო,
ამ სახლს დარაჯად რომ ჰყავსო.
მჭადი -ჩვენ და
ქატო - ქათამს,
ყველი - ჩვენ და
შრატი - კატას,
ხილი - ჩვენ,
ნაფცქვენი - ღორსო,
რაც დაგვრჩება - მარჯვე ცოცხსო,
ჩენჩო - ბუხარს,
კურკა - მიწას,
ბებომ ლუკმა ყველას მისცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა შიშის ჯინაზესუნს შეიგრძნობს ცხვირი, გრძელიც, მოკლეც, მსხვილიც. ყურებს ესმით ხმა და ბგერა, ახლო - კარგად, შორი - ძნელა...ზოოპარკში- ბეჰემოტო, ამო წყლიდან, მარტო ყოფნა არ მოგწყინდა? მოდი, ვჭამოთ ბატი-ბუტი, გინდა შაქრიანი ბამბა? - ა ბ ა ...სად ხარ, გეძებ, შემოდგომავ?იქნებ ღრუბლებიდან მოდის წვიმასა და ქართან ერთად? იქნებ, სკოლაშიც კი გვიცდის, კლასში გვემალება, მერხთან? ი...იყო და არა იყო რაიყო და არა იყო რა, - ასე დაიწყო ზღაპარი, ტყუილზე ბევრად ტყუილი, მართალზე უფრო მართალი. ზღაპარი ბებოს ბები...ორი ჩიტიოთხი ცალი წიწიბურა ორმა ჩიტმა გაყო ძმურად. მერე ნამი დალიეს, ეთამაშნენ კალიებს, იწუწავეს რუში. დედიკო რომ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026