kids.ge logo

საშობაო კონცერტი

ფავორიტებში დამატება

ბუს ბახალა ბუკა
სიხარულით ბუქნავს.
_ ვინ ესტუმრა? _ დედა.
_ რა მოართვა? _ ფლეტა!
_ რა კარგია, ჰედა,
დაკვრას ვიწყებ დღედან!
როლის პედალს
ვერ წვდებოდა ბედად,
ვილინოს ხემიც
ყო ძალზე გრძელი,
მძიმე იყო ჩელოც,
ტყეში როგორ ევლო?
ჰოდა ჩვენი ბუკა
ფლეტაზე უკრავს!
- საშობაოდ ვმართავ კონცერტს!
ბილეთებში ვითხოვ ორ ცენტს!
- პროგრამაში რა გაქვს ბუკა?
- რა თქმა უნდა, ,,ღამის ფუგა“!
ჭოტი გახლავთ მაესტრო,
ყველა უნდა დაესწროთ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026