kids.ge logo

პეპელა

ფავორიტებში დამატება
ჩემი ლამაზი პეპელა
დამიფრთხო ფისუნიმა,
მოსწყდა ყვავილს და უმალვე
შორს გატაცა ნიავმა.

გაფრინდა, აღარ მოფრინდა.
ნეტავ ვიცოდე, სად არი,
ვეძებ, ვეღარსად ვიპოვე
პეპელა მისი სადარი.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026