kids.ge logo

სულიკო

ფავორიტებში დამატება
საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე… დაკარგულიყო!…
გულამოსკვნილი ვჩიდი:
“სადა ხარ, ჩემო სულიკო?!”
კალში ვარდი შევნიშნე,
ობლად რომ ამოსულიყო;
გულის ფანცქალით ვკითხავდი:
“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
ნიშნად თანხმობის კოკობი
შეირხა… თავი დახარა,
ცვარ-მარგალიტი ცირი
დაბლა ცრემლებად დაჰყარა.
სულგანაბული ბულბული
ფოთლებში მიმალულიყო;
მივეხმატკბილე ჩიტუნას:
“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
შეიფრთქილა მგოსანმა,
ყვავილს ნისკარტი შეხო,
ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,
თითქოს სთქვა: “დიახ, დიახო!”
დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,
სხივები გადმოსულიყო;
მას შევეკითხე შეფრქვევით:
“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”
დასტური მომცა ციმციმით,
სხივები გადმომაყარა
და იმ დროს ყურში ჩურჩულით
ნიავმაც ასე მახარა:
“ეგ არის, რასაც ეძებდი,
მორჩი და მოისვენეო!
დღე დაღამე აწ ტკბილად
და ღამე გათენეო!
სამად გაშლილა ის ერთი:
ვარსკვლავად, ბულბულ-ვარდადო,
თქვენ ერთმანეთი რადგანაც
ამ ქვეყნად შეგიყვარდათო”.
მენიშნა… აღარ დავეძებ
საყვარლის კუბო-სამარეს,
ღარც შევჩივი ქვეყანას,
ღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!
ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა,
და რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,
ვერ გამომითქვამს ენითა!
სევ გამეხსნა სიცოცხლე,
დღემდი რომ მწარედ კრულ იყო,
ახლა კი ვიცი, სადაც ხარ,
სამგან გაქვს ბინა, სულიკო!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მუხამბაზინახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე. არ მშორდება მწუხარება და ჭირი, მაგრამ მაინც ...ამირანიკავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული. ქვეყნად ცეცხლის მოტანი...სატრფოსმშვენიერო, შენ გეტრფი, შენი მონა ერთგული, შენთვის სულდგმულს, შენგანვე, შენთვის მიძგერს ეს გული! მეგულები ...ავადმყოფი მგოსანიბედო შავპირო, უპირო, ამრევო გზა და კვალისა! სულს ნუ ამომხდი, მაცალე დახამხამება თვალისა!... აჩრდილიღა ვარ...ვაჟა-ფშაველასენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს!.. მკითხველიც იმას მკისაო! ჯერ არ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026