kids.ge logo

რვაფეხა

ფავორიტებში დამატება

ერთ რვაფეხა დედას
გაცივდა შვილი.
ყველას ასე მოვა,
ვინც უწინდოდ ივლის!

დედას გული გაუსკდა,
მოტანა წამალი,
ეხვეწება: _ ჩაყლაპე,
სანამ გვიან არ არის
და დაგიქსოვ ლამაზ
ჭრელა-ჭრულა წინდებს,
ჩხირებიც მაქვს, მატყლიც
დასართავად მიდევს!
რვაფეხუნა ატირდა:
_ არ მინდაო აბები,
მომიყევი მამიკოს
პატარობის ამბები!

დედიკომაც უამბო
მართალიც და ზღაპარიც,
მოყოლაში გავიდა
ნახევარი ზამთარი.
მერე ძაფიც დაართო,
ღება ნაირფერები,
თხი წყვილის მოქსოვით
დაღალა ხელები.
თან ზამთარიც გასრულდა,
ვიღას ახსოვს ანთება?!
რვაფეხუნა განკურნა
სასაცილო ამბებმა.

ახლა კი გვაქვს წინდა,
მაგრამ რაღად გვინდა?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დარისა და ავდრისარაც არის, არის, მოდი, ერთად შევსანსლოთ ქარი! რაც არის, არის, დავაყოლოთ ზედ წვიმის წყალიც! რაც არის არის, ...ძილისგუდებიდავაგეთ ხირაულები, ფერითა მხიარულები. ზედ დავსხედით და ვიზღაპრეთ, თვალს მოგვივიდა რულები, მივკოტრიალდით ი...ყველა შიშის ჯინაზესუნს შეიგრძნობს ცხვირი, გრძელიც, მოკლეც, მსხვილიც. ყურებს ესმით ხმა და ბგერა, ახლო - კარგად, შორი - ძნელა...ზამთარიზამთარს მოაქვს თოვლი, ყინვა. ქუდს, ხელთათმანს, კაშნეს, მოარგებს და დიდ-პატარას თბილ ქურთუკებს აცმევს. ლოლ...ზოოპარკში- ბეჰემოტო, ამო წყლიდან, მარტო ყოფნა არ მოგწყინდა? მოდი, ვჭამოთ ბატი-ბუტი, გინდა შაქრიანი ბამბა? - ა ბ ა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026