kids.ge logo

ზამთარი

ფავორიტებში დამატება

ზამთარს მოაქვს თოვლი, ყინვა.
ქუდს, ხელთათმანს, კაშნეს,
მოარგებს და დიდ-პატარას
თბილ ქურთუკებს აცმევს.

ლოლუბის კანფეტებიც
უხვად კი აქვს, მაგრამ
არ უმატებს სიტკბოსათვის
კარამელს და შაქარს.

- ჩუმად!- ეტყვის, როცა
ხეზე შავი ყვავი ჩხავის,
-ნუ აღვიძებ დაძინებულ
ხეებსა და ყვავილს!

წაფარებს თოვლის საბანს
ზღარბს, ხვლიკსა და მწერებს,
ბავშვები კი შინ სხედან და
სანტას წერილს სწერენ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედასდედა, დედილო, დედუკავ, მზეზე თბილო და ტკბილო, შენს გულს რომ გაუხარდება, ისეთ შვილობას ვცდილობ. ყოველი დღი...რიხით სათქმელიერთ კაცად მეც ხომ გეზრდები, ჩემო ლამაზო მამულო?! გესმის? ჩემს ციცქნა ძარღვებში შენი სიცოცხლე ხმაურობს! ხმ...სკოლაშიყოველ დილით სკოლისაკენ მივდივარ და მიხარია - ჩემი მასწავლებელი და მეგობრები - იქ არიან! ერთად ვსწავლობთ წ...უთხრა ინამ ლოკოკინას-მთელი ზამთარი რომ გძინავს, ძილისგუდა ლოკოკინავ, გაზაფხულდა, გაიღვიძე, დათბა, არც თოვს, აღარც ყინავს. ამო...საქართველოჩემს სამშობლოზე ლამაზი არ მეგულება მხარე! აქ ყველა სოფლის წყაროზე უკვდავების წყალს დალევ. მწვერვალი ზღვას...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026