kids.ge logo

ყველა შიშის ჯინაზე

ფავორიტებში დამატება

სუნს შეიგრძნობს ცხვირი,
გრძელიც, მოკლეც, მსხვილიც.

ყურებს ესმით ხმა და ბგერა,
ახლო - კარგად,
შორი - ძნელად

პირი ყველა გემოს ცნობს,
ამბობს - ,,ტკბილი მწარეს სჯობს!“

თვალი ხედავს შინ და გარეთ
ჩვენს მშვენიერ არე-მარეს.

დღისით - კარგად,
ღამით - ძნელად,
მიტომ, რომ ღამით ბნელა.

გეჩვენება ბუად,
გარშემო რამ თუა.
ვეღარაფერს ეხები,
კან გრჩება ფეხები,
გეშინია, აბა რა?!
სჯობს, დაგმალოს საბანმა
და გეძინოს დილამდე
ყველა შიშის ჯინაზე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ძილისგუდებიდავაგეთ ხირაულები, ფერითა მხიარულები. ზედ დავსხედით და ვიზღაპრეთ, თვალს მოგვივიდა რულები, მივკოტრიალდით ი...გაზაფხულიგუ-გუ! - ისმის შორი ტყიდან გუგულების მოსალმება. გადაქარგეს მინდორ-ველი გვირილებმა, სოსანებმა. გოგონები ფე...ბაღის მეგობრებიჩვენ ვართ ბაღის მეგობრები, ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ, ვინმემ თუკი მოიწყინა, რას ვაკეთებთ? - გავართობთ! -...ორი ჩიტიოთხი ცალი წიწიბურა ორმა ჩიტმა გაყო ძმურად. მერე ნამი დალიეს, ეთამაშნენ კალიებს, იწუწავეს რუში. დედიკო რომ...ზამთარიზამთარს მოაქვს თოვლი, ყინვა. ქუდს, ხელთათმანს, კაშნეს, მოარგებს და დიდ-პატარას თბილ ქურთუკებს აცმევს. ლოლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026