kids.ge logo

მარიკელას ეძინება

ფავორიტებში დამატება

„დედიკონა, ზღაპრის დროა,
ნახე, როგორ მეძინება!“
პაწაწინა მარიკელას
ეშმაკურად ეცინება.

„კარგი, დედის სიხარულო,
ჩემს კნუტს რის მოსმენა უნდა?
როგორ მოტყუა მგელმა
უღრან ტყეში წითელქუდა?“

„რა კარგია, მომიყევი,
წითელქუდა მარტო იყო?
უღრან ტყეში რომ წავიდა,
თოფი რატომ არ წაიღო?“

“პატარა და ლამაზ გოგოს
თოფი, აბა, რად უნდოდა?
ხელში კალათი ეჭირა,
ბებიასთან მიდიოდა.

მაგრამ სანამ მივიდოდა,
წინ გაუსწრო თურმე მგელმა,
და ბებიკო გადაყლაპა
იმ მართლაც რომ საძაგელმა“.

მარიკელა უცებ შეკრთა
და საბანში ჩამალა.
თვალები აწყლიანდა:
“დედიკოსთან მინდა, ჩქარა!“

“შვილო, ამას რატომ ამბობ,
დედიკო ვარ, გენაცვალე!“
“არა, იქნებ შენც მგელი ხარ
და დედიკო გადაყლაპე...“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026