kids.ge logo

დარისა და ავდრისა

ფავორიტებში დამატება

რაც არის, არის,
მოდი, ერთად შევსანსლოთ ქარი!

რაც არის, არის,
დავაყოლოთ ზედ წვიმის წყალიც!

რაც არის არის,
თუ მოვაყრით ქარაშოტს მარილს,
იქნება ბევრად გემრილი და ბევრად წყნარი.

რაც იყოს, იყოს,
მოდი, ჩავყლაპოთ ჭექა-ქუხილიც!
რაც იყოს, იყოს
დაგვანაყრებს, რა უნდა გვიყოს?

რაც იყოს, იყოს,
თუ მოვაყრით ქიშმიშს და ნიგოზს,
იქნება უფრო გემრილი,
მე ასე ვფიქრობ.

მერე ავდგეთ და
შევახრამუნოთ მსუქანი ღამეც,
მად არ ვარგა,
დავუბრაწოთ ორივე მხარე.

რაც იყოს, იყოს,
გიწილადებთ ღამის ყიყლიყოს,
თქვენგან ერთერთმა კი
მზინი დილა მიყიდოს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სკოლაშიყოველ დილით სკოლისაკენ მივდივარ და მიხარია - ჩემი მასწავლებელი და მეგობრები - იქ არიან! ერთად ვსწავლობთ წ...ზოოპარკში- ბეჰემოტო, ამო წყლიდან, მარტო ყოფნა არ მოგწყინდა? მოდი, ვჭამოთ ბატი-ბუტი, გინდა შაქრიანი ბამბა? - ა ბ ა ...დედასდედა, დედილო, დედუკავ, მზეზე თბილო და ტკბილო, შენს გულს რომ გაუხარდება, ისეთ შვილობას ვცდილობ. ყოველი დღი...ბასი-ბუსიჩვენს ქალაქში დაქრის, ჰერი, ავტობუსი გრძელზე გრძელი! ყველა იმ ავტობუსს ელის, დაჰყავს მგზავრი ცოტაც, ბევრი...ყველა შიშის ჯინაზესუნს შეიგრძნობს ცხვირი, გრძელიც, მოკლეც, მსხვილიც. ყურებს ესმით ხმა და ბგერა, ახლო - კარგად, შორი - ძნელა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026