kids.ge logo

ბასი-ბუსი

ფავორიტებში დამატება

ჩვენს ქალაქში დაქრის, ჰერი,
ავტობუსი გრძელზე გრძელი!
ყველა იმ ავტობუსს ელის,
დაჰყავს მგზავრი ცოტაც, ბევრიც!
სკოლაშიც და ბაღშიც მიდის,
დილაბით უდგას რიგი.
დადის თამაშ-თამაშით,
ბასი-ბუსი ლამაზი!

გარმონიც აქვს ერთი, დიდი -
დაგოფრილი რუხი ხიდი.
ის ორ ვაგონს აერთებს,
იმგზავრე და გაერთე!

წელავს, წელავს გზა-გზა გარმონს
ხალისებს სავსე სალონს.

ბასი-ბუსი მღერის,
პი-პი, ჰერი, ჰერი!

მგზავრობისას თურმე ბავშვებს
კანონმორჩილებას აჩვევს -
მხოლოდ ბასლაინზე დადის,
აქვს სავალი თავის ხაზი!
განრიგიც აქვს ზუსტი,
ყველა მაგას უცდის!

ჩვენს ქალაქში დაქრის, ჰერი,
ავტობუსი გრძელზე გრძელი,
ჩვენი მწვანე ბასი-ბუსი -
მეგარმონე ავტობუსი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზაფხულიმზე-მაესტრომ, ადრიან, დაიქნია ჯოხი. ცერზე ჩამოიარა ალვამ მწვანე ჩოხით. ტაშს უკრავენ ფოთლები, განა ქარის ბ...როგორ გაჩნდა შავი არაგვი?- ერბო? - ასიოდ ქილა. - კვერცხი? - ათასი ცალი. -ცეცხლი? - ტკაცანით დაფრთხა ტყეში ჭინკა და ალი. ერბოკვერცხ...იყო და არა იყო რაიყო და არა იყო რა, - ასე დაიწყო ზღაპარი, ტყუილზე ბევრად ტყუილი, მართალზე უფრო მართალი. ზღაპარი ბებოს ბები...მუხლუხოს მუხუდოერთი საწყალი კალია დახანხალებდა მშიერი. გზად ნათლიმამა მუხლუხო შემოხვდა, დინჯი იერით. შეატყო, რომ ჩვენს კ...ქარ-წვიმაშიღამეა და ზუის ქარი, კედლებს გააქვთ ჭრაჭა-ჭრუჭი, საბუდარში, დედის ფრთებქვეშ, ფშვინავს ორი ბატის ჭუკი. ერთი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026