kids.ge logo

ძილისპირული

ფავორიტებში დამატება

როცა გინდა, დაძინო,
თუ კი კარი გადარაზე,
სანამ თვალებს დახუჭავდე,
არ შესკუპდე ქანდარაზე!
არც თავლაში შეხვიდე,
არც სოროში შეძვრე,
არც ბუნაგში მოკალათდე,
იქ ძილს ვერსად შეძლებ!
არც ბუდეში ჩაჯდე,
რაში გარგებს ფუღურო?
ყველაფერს სჯობს, საწოლში
ჩაწვე და ჭერს უყურო.
ძილი ცხოვრობს თურმე ჭერში,
არც ხმა აქვს და არც ფერი,
ყველაფერზე უფრო უყვარს
ნანა - დედის ნამღერი.
- კიდევ? - კიდევ ზღაპარი,
-კიდევ? - რბილი ბალიში,
ჭერიდან რომც ჩამოვარდეს,
სულ არ არის საშიში.
ის ისეთი ფაფუკია,
ბრახ! - რომც მოგხვდეს თავში,
დიდი, დიდი, ერთი-ორჯერ
დაამთქნარო მაშინ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაღის მეგობრებიჩვენ ვართ ბაღის მეგობრები, ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ, ვინმემ თუკი მოიწყინა, რას ვაკეთებთ? - გავართობთ! -...გაზაფხულიგუ-გუ! - ისმის შორი ტყიდან გუგულების მოსალმება. გადაქარგეს მინდორ-ველი გვირილებმა, სოსანებმა. გოგონები ფე...სად ხარ, გეძებ, შემოდგომავ?იქნებ ღრუბლებიდან მოდის წვიმასა და ქართან ერთად? იქნებ, სკოლაშიც კი გვიცდის, კლასში გვემალება, მერხთან? ი...კესოს ლექსიესო-მესო, გაჩნდა კესო! სხივად შეემატა დღესო, როცა სძინავს _ მთვარესა ჰგავს, როცა ღვიძავს _ დილის მზესო. ქ...დედათუ გინდა, რომ არასოდეს არ დაბერდეს დედა, გაუღიმე, მიეფერე, როცა დაღლილს ხედავ. დედის გული შენზე ფიქრით, ლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026