kids.ge logo

სად ხარ, გეძებ, შემოდგომავ?

ფავორიტებში დამატება

იქნებ ღრუბლებიდან მოდის
წვიმასა და ქართან ერთად?
იქნებ, სკოლაშიც კი გვიცდის,
კლასში გვემალება, მერხთან?
იქნებ ტყეში გველოდება,
ყვითლად აფერადებს ხეებს,
იქნებ ცხოვრობს ვენახში და
ყურძნის წვენით ითხვრის ხელებს?
იქნებ თბილი ქურთუკების
ჯიბეებში მშვიდად სძინავს?
ნეტა მერცხლებს ხომ არ გაჰყვა?
ნეტა ასე რატომ ცივა?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026