kids.ge logo

ფისოს შურისძიება

ფავორიტებში დამატება

თაგუნიამ გადაწყვიტა
წველება გამართა,
ვინ და ვინ არ დაპატიჟა
მეზობელი კატის გარდა.

სტუმრებს რა და რა მიართვა
ჩამოთვლაც კი არის ძნელი:
თხილი, წაბლი, ჩირი, ტყლაპი,
გამხმარი თუ ჭყინტი ყველი.

გასაოცრად გემრილი
ხაჭაპური და ნამცხვარი,
- ვინ რას დალევთ? - იკითხა და
გამოღო ბარის კარი.

ზოგი ისე შეზარხოშდა,
სიფრთხილე სულ დავიწყდა,
კრიმანჭული შემოსძახეს
და ლხენის ხმა კატას მისწვდა.

ყური ცქვიტა ფისუნიამ,
დაიკნავლა გაბრაზებით:
- აჰა, თურმე თქვენ ქეფობთ?
გავიკვალო თქვენსკენ გზები.

სე ჩუმად მიპარა
თაგუნიას სახლის კარებს,
ვერ გაგეს, ვინც გამოვა,
უშრომველად იჭერს გარეთ.

თაგვი ხედავს, რომ სტუმრები
ღარ ჩანან, შეცოტავდნენ,
გაიფიქრა:"გაიპარნენ,
ხო, საკმაოდ მთვრალებს ჰგავდნენ.

ხმარისგან მტკივა თავი,
ოხ, მეც როგორ დავიღალე,
სუფთა ჰაერს მეც ჩავყლაპავ,
ვისეირნებ ცოტას გარეთ."

მოხურა თბილი შალი,
ღამეო გარეთ გრილი,
კარს გამოცდა და იმ წამსვე
იქვე ფისომ სტაცა პირი.

- მე რატომ არ დამპატიჟე,
არ ვიყავი ღირსი განა?
ჰო და შეგჭამ, რაღად მინდა
მეზობელი ამისთანა?"

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედა ენაპირველად დედამ მანახა საოცრად ლამაზი წიგნი, მითხრა : ჩემსავით გიყვარდეს, გზას გაგიკვალავს იგი. ზღაპრის სა...* * *ჩემს მამიკოს, ჯაბას, ის ისეთი მარდია... შეეჯიბრეთ აბა. დაბლა ვეღარ ეტევა და ხტის მაღლა-მაღლა. ხომ ძალიან ...დედა და ლილი-სულ არ მინდა , დედი, ძილი - ეხვეწება დედას ლილი, -ჯერ არ მიდის სახლში მაშო, ისევ უნდა ვითამაშოთ. ვაბანავ...რად დაარქვით ნაცარა?ბაჭია ჰყავს გიორგის, სახელია - ნაცარა, თუმცა ერთი ციცქნაა, სალათისგან გაგვცალა. პურსაც კარგად მიირთმევს, ...ცნობისმოყვარედედი, მითხარ, ჩვენი კატა თავის კნუტებს, პატარებს, წამდაუწუმ, აღმა-დაღმა ნეტავ, რატომ ატარებს? ეჰ, ყოველ დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026