kids.ge logo

მინდა

ფავორიტებში დამატება

სახალწლოდ ვემზადები,
თოვლიც მოდის ციდან,
ვეხვეწე და ბებო მიქსოვს
ზარმაზარ წინდას.

მინდა წიგნი, ბარბის სახლი,
დათუნია დრუნჩა...
არც კარავზე, არც კაბებზე
არ ვიტყოდი უარს.

მიტომაც მიქსოვს ბებო
ზარმაზარ წინდას,
თოვლის პაპამ ყველაფერი
ჩატიოს, მინდა.

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026