kids.ge logo

იჩახჩახე ჩიჩილაკო

ფავორიტებში დამატება
თეთრად ელავს ბურბუშელა
და ფიჭვის ხეს სურნელს აკმევს.
ზედ კი ბებო ნელა-ნელა
ჰკიდებს ვაშლებს, ვერცხლის კაკლებს,
კანფეტებს და მანდარინებს,
ჩურჩხელებს და ჩირის ასხმას
და თან უხსნის შვილიშვილებს:
- ჩემო ირა, ლილი, ასმათ,
ეს ქართული ნაძვის ხეა,
პაპათქვენის ნახელავი,
ალბათ, მიხვდით, რად გეწვიათ -
რომ აგივსოთ კალთა ხვავით.
- რა ჰქვიო? - თქვა ირაკლიმ.
- რა ჰქვია და... ჩიჩილაკი! -
და სამივემ ლამაზ სტუმარს
მიუმღერა ტაშის დაკვრით:
- ვიცით, ვიცით, ჩიჩილაკო,
ამ ახალ წელს რისთვის ამკობ,
გსურს პატარებს საახალწლო
სიხარული არ მოგვაკლო!
გაგიმარჯოს, ჩიჩილაკო!
ჩახჩახე, ჩიჩილაკო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩურჩხელა-როგორ ვჭამო ჩურჩხელა, მაგარია ქვასავით... -შენ მაგაზე ნუ ღელავ, მე შევჭამ და გასწავლი....თოვლიათოვს მთა-ბარს, ტყეებს ათოვს. გაიღვიძე მურა დათვო! წამოდექი, ნუ ხარ ზანტი, საგუნდაოდ გამობრძანდი!...როგორ ასწავლა ჭიანჭველამ სამამდე თვლა ჭიანჭველაჭამიასშესთხოვს წრიპა ჭიანჭველა ჭიანჭველაჭამიას: - მუხლმოყრილი გევედრები ჯერ ნუ შემჭამ, ძამიავ! სხვა დროს ალბათ ...ქრის, ქრის, ქრისქრის, ქრის, ქრის ქარი სექტემბრის. ფარფატელა ჭადრის ფოთოლს მიაქანებს ძირს. ვის მოუხმობს, ვის ზარი სექტემბრ...მიგიხვდიმიგიხვდი, ჩემო ბაჭიავ, რისთვის წაგიხდა გუნება; გსურს ჩემს ხალათზე ნაქარგი სტაფილოს ჩაკნატუნება....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026