kids.ge logo

დათვები

ფავორიტებში დამატება

არ აცალეს ღამეს წასვლა,
ცისკრის ვარსკვლავს ანთება,
სახალწლო სამზადისი
გაჩაღეს დათვებმა.
მამა დათვმა წახემსა -
თაფლში ტუცა კოვზი და
მერე ტყიდან ხმელი შეშა
თავის ზურგით მოზიდა.
დედა დათვი სამზადშია,
ხან ტკბილსა და ხან ცხარეს
კერძებს ხარშავს, კმაზავს,ზოგჯერ
ბელებს დაცაცხანებს -
ფეხებში რომ ედებიან,
გორავენ და როკავენ,
ხან გოზინაყს იპარავენ,
ტუჩებს გალოკავენ;
ხანაც გარეთ გარბიან და
გზას ზვერავენ დილიდან: -
ჩქარა მოვა თოვლის კაცი
შორი ლაპლანდიდან?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მზარეულებიანრი - გვეყო თამაში და ბურთი, მოდით, ყველამ, ვინც აქ არი დავიხუროთ თეთრი ქუდი, ავიფაროთ წინსაფარი. ნინი- ...მათე მიდის სკოლაშიმამალმა თქვა: - გათენდა, გააღვიძეთ მათე და ჩაულაგეთ ჩანთაო, ზარმაცი არ ჩანდაო! -ფანქრები და კალამიც,- მათ...თეოს დარდი-თეო, რამ დაგაღონა, თვალებს რად აფახულებ? -რამ და, დილით, გოგოლა, სკოლა მოვინახულე; თითქოს ვეღარც ვიცანი ...აქლემიარც ფიქრში, არც სიზმარში, ცხადში ვნახე, ნაქები- წვრილფეხება, ფურთხია, ძია ალის აქლემი. ღრიანცელით მოსდევდ...შიშიბაბუს ოდის სამერცხლეში მერცხლებს უმზერს ალექსი: „ამათ კუდებს დამიხედეთ, - შავ მაკრატლებს, ალესილთ. მწივან...

ნახატი ლექსები

ლექსზე „დათვები“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026