kids.ge logo

მათე მიდის სკოლაში

ფავორიტებში დამატება

მამალმა თქვა: - გათენდა,
გააღვიძეთ მათე და
ჩალაგეთ ჩანთაო,
ზარმაცი არ ჩანდაო!
-ფანქრები და კალამიც,-
მათეს ჩვენი სალამი!-
სიტყვა უთქვამთ მაჩვებსო, -
საშლელიც არ დარჩესო.
-მოდის მეცხრე სათი,
გეყოთ ეგ მასლათი -
იხვმა, -ვის გაქვთ ნიჭიო,
გამოწყოთ ბიჭიო?
შველმა სახელდახელოდ,
გაუსწორა სახელო
და პერანგი ბეჭზეო-
მოგისწარით ბეწვზეო.
მელამ:- მოვალ ბოლოსო,
ვერ დავტოვებ სოროსო,
შაშვმა: -ჩემი ნოტები
გადამეროსო.
-წიგნები შინ დაგვრჩაო,
ვაი, ჩვენ თავს! - ყანჩამო.
ბუმ მიგო:- გჩვევი
ყველგან შფოთი დათესო,
ცინცხალ წიგნებს სკოლაში
მიართმევენ მათესო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აქლემიარც ფიქრში, არც სიზმარში, ცხადში ვნახე, ნაქები- წვრილფეხება, ფურთხია, ძია ალის აქლემი. ღრიანცელით მოსდევდ...თეოს დარდი-თეო, რამ დაგაღონა, თვალებს რად აფახულებ? -რამ და, დილით, გოგოლა, სკოლა მოვინახულე; თითქოს ვეღარც ვიცანი ...დათვებიარ აცალეს ღამეს წასვლა, ცისკრის ვარსკვლავს ანთება, საახალწლო სამზადისი გააჩაღეს დათვებმა. მამა დათვმა წაი...სათაფლიაზე ექსკურსიის შემდეგდინოზავრის ნაკვალევი როცა მოინახულა - მოიმარჯვა ფუნჯები და აკვარელი ვახუნამ. ხატავს მწვანე დინოზავრებს ჯი...ჩიორა-ჩიტი-დედი, რაო, ჩიორა- ჩიტმა, ერთმა ფიორამ? რას სტვენს ჩვენი თხილიდან, ასე ტკბილად დილიდან? -დილა გალობისაო, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026