kids.ge logo

ულტიმატუმი

ფავორიტებში დამატება

დაისწავლა ცხრა ლექსი
სკოლისათვის ალექსიმ.
უყვარს ქადა-ნაზუქი,
ცხრა ბატი ჰყავს ნასუქი
და ცხრა გამოცანიდან
ცხრაზევე აქვს პასუხი.
დაურგეს ცხრა მოცხარი,
მოუყვანეს ცხრა ცხვარი,
იქვე ჩრდილში ცხრა სოჭის
დაღრუტუნებს ცხრა გოჭი.
გახდა გაცინარი,
ცხრა ისურვა ციცარი,
ცხრა ფიცი და ცხრა მტკიცი,
უნდა კიდევ ცხრა კვიცი.
ცხრა ნაყინში, ცხრა კევში
და ცხრა კოკაკოლაში
ცხრა კვიცს როგორ გადაცვლის?-
სულ არ წავა სკოლაში!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მათე მიდის სკოლაშიმამალმა თქვა: - გათენდა, გააღვიძეთ მათე და ჩაულაგეთ ჩანთაო, ზარმაცი არ ჩანდაო! -ფანქრები და კალამიც,- მათ...დათვებიარ აცალეს ღამეს წასვლა, ცისკრის ვარსკვლავს ანთება, საახალწლო სამზადისი გააჩაღეს დათვებმა. მამა დათვმა წაი...თეოს დარდი-თეო, რამ დაგაღონა, თვალებს რად აფახულებ? -რამ და, დილით, გოგოლა, სკოლა მოვინახულე; თითქოს ვეღარც ვიცანი ...ჩიორა-ჩიტი-დედი, რაო, ჩიორა- ჩიტმა, ერთმა ფიორამ? რას სტვენს ჩვენი თხილიდან, ასე ტკბილად დილიდან? -დილა გალობისაო, ...შიშიბაბუს ოდის სამერცხლეში მერცხლებს უმზერს ალექსი: „ამათ კუდებს დამიხედეთ, - შავ მაკრატლებს, ალესილთ. მწივან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026