kids.ge logo

საქართველოს მიწა

ფავორიტებში დამატება

რა იქნება, ათასფერად
გაყვავილდეს საქართველო,
მე მოვუვლი, ვუდარაჯებ,
ვინმემ რომ არ გადათელოს.

მეგობრებსაც ხელს ჩავკიდებ,
წრესავით რომ შემოვევლოთ,
მუდამ გულით მინდოდა, რომ
ჩვენს მიწაზე ერთად გვევლო.

ვიცი, მალე ეს ქვეყანა
სე გადაგვირილდება,
ჩემს ბაღნარში ლაღად გავლა
სულაც არ მომერიდება.

დიახ, მე ხომ ქართველი ვარ,
არ გეგონოთ დამავიწყდა,
“გვირილები უნდა დავრგო,
დამიბრუნეთ ჩემი მიწა!!!”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დამალული კანფეტებიერთხელ ზუკას მოუტანეს კანფეტები ყუთით, სიხარულით ჩაიხუტა, არ ტოვებდა წუთით. დაეხვივნენ ბავშვები და მოცუნც...დედის დღეგანა მხოლოდ დედის დღე, ყოველი დღე შენია, შენ ხარ ყვავილების და გაზაფხულის ფერია. დედი როცა იღიმი, გული ბე...ბეღურა“- ნახე, თოვლი ხეებს უკვე საბნად გადაეხურა, შენ რატომ არ გადაფრინდი თბილ ქვეყნებში ბეღურავ?” ...ბაქიბუქა ბაჭიაბაჭია გმირულ ამბებით მეგობრებს მუდამ აოცებს, ფეხზე დამდგარი ჰყვება და თან მათ სახეებს ამოწმებს. "- აბა მტ...სიმღერებით სწავლაგაკვეთილებს სულ ღიღინით წავიკითხავ ნელა. სწავლას გართობაც უხდება, ალბათ იცით ყველამ....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026