kids.ge logo

საქართველოს მიწა

ფავორიტებში დამატება

რა იქნება, ათასფერად
გაყვავილდეს საქართველო,
მე მოვუვლი, ვუდარაჯებ,
ვინმემ რომ არ გადათელოს.

მეგობრებსაც ხელს ჩავკიდებ,
წრესავით რომ შემოვევლოთ,
მუდამ გულით მინდოდა, რომ
ჩვენს მიწაზე ერთად გვევლო.

ვიცი, მალე ეს ქვეყანა
სე გადაგვირილდება,
ჩემს ბაღნარში ლაღად გავლა
სულაც არ მომერიდება.

დიახ, მე ხომ ქართველი ვარ,
არ გეგონოთ დამავიწყდა,
“გვირილები უნდა დავრგო,
დამიბრუნეთ ჩემი მიწა!!!”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მერე რა თუ ცივანაზი, თეთრი ფანტელი ცეკვა-ცეკვით ცვივა, მერე რა, თუ სუსხია! მერე რა, თუ ცივა! ხელის გულზე მადნება ფიფქი ე...ფეხბურთელი გოგონაყველას უკვირს, როცა ვითხოვ, მიმიყვანონ ფეხბურთზე, მხოლოდ ბიჭი ახსენდებათ სიტყვა: “სპორტის ერთგულზე&...ანბანი - ხმოვნების კონცერტია ეს ვინ არის? - ასო ა აბა, გესმით მისი ხმა? ოპერაში მივიდა, დაუღია პირი და ახლა მღერის არიებს, უკვე დასშ...იძულებით გმირისახლში თაგვის გამოჩენას მოჰყვა აურზაური, დედამ ამსვა მაგიდაზე და ატეხა ხმაური. ამ ხმაურზე შემოცვივდნენ მე...თავნება ფისოთავნება და მსუქანა მომიყვანეს ფისო, “ეს გვაკლდაო” - ბებომ თქვა - “მეტი რა გვიჭირსო&rdqu...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026