kids.ge logo

ბელები და თაფლი

ფავორიტებში დამატება

წყაროს პირას მზიან ტყეში,
ვნახე უცხო სახილველი:
ხელადები ეპყრათ ხელში, -
თაფლს იყოფდა სამი ბელი.

დიდი კასრი მოგორეს,
ქარვისფერი თაფლით სავსე,
ხან ქოთნებში გადაწონეს,
ხან ქილებში გადაასხეს.

მაგრამ ბოლოს ყოველ მათგანს
ცოტავა თავის წილი,
არ უსმინეს დედის ნათქვამს
და დასწამეს ერთურთს ცილი.

მან იმას წაჰკრა ხელი,
მან კიდევ ამის ქოთანს,
რიეს ყველაფერი,
ყველა ჩხუბობს, ყველა შფოთავს.

დაგორდათ კასრი ხევში,
ძლივს ახელდნენ მტვერში თვალებს,
ქოთნებსა და ხელადებში
საღამომდე იგორავეს.

დაეღვარათ თაფლი სულ მთლად,
მოიწმინდეს მერე ოფლი,
არც ქურქები შერჩათ სუფთა,
ღარც - თაფლი გასაყოფი...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვითომ-ვითომ-ვითომრომ იცოდეთ, ჩვენი ნიკო უკვე ზღაპრებს აღარ ითხოვს, უცხო ამბებს ყვება თვითონ, ჩვენც გვართობს და თავსაც ირთო...შემოდგომაგადაჰყვა ფერები ოქტომბერს, მიქრიან ქედებზე დღეები, აფრქვევენ ქარვას და ოქროსფერს ნიავის ჩურჩულში ტყეები. ...მაჩვები, შაშვები და ბავშვებიტყის პირას ყანა შრიალებს, სიმინდებია ნარჩევი, გადაპარულან ყანაში გაუმაძღარი მაჩვები. ჩამოსძახიან პანტიდან...წვიმა უღრან ტყეშიმოდის თქეში უღრან ტყეში, მთები ქუხილისგან თრთიან, გადუკარებლადა წვიმს რამდენიმე საათია... ჩადგა წყალი ფუღ...ციყვის სიზმარიფუღუროში მობინადრე, ჭკვიანი და თანაც ბრიყვი მეზობლებთან დამჯდარა და ასეთ ამბავს ყვება ციყვი: - გაღმა ტყეშ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026