kids.ge logo

ტყის ნობათი

ფავორიტებში დამატება

აბლი-ბაბლი, აბლი-ბაბლი,
გინდა მაღლით, გინდა დაბლით
ტყეში ბევრი ნაყოფია -
მოცვი, მოცხარი და წაბლი.
მინდა გარგოთ მთების მადლი,
მივალ ჩანთით, კალთით, სათლით,
ბლომად უნდა მოვიტანო -
ჟოლო, თხილი, პანტა, ზღმარტლი.
ქაცა მყავს მეგობრები,
მეტად გამრჯე, განა ზანტი,
ახლაც სიხარულით შემხვდნენ
ჩხიკვი, თრია, ციყვი, ზღარბი.
ჩემთან ერთად შეაგროვეს
მრავალგვარი ტყის ნობათი,
მოდით, ყველამ დარიგეთ,
მათი სახელით მოგართვით...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვითომ-ვითომ-ვითომრომ იცოდეთ, ჩვენი ნიკო უკვე ზღაპრებს აღარ ითხოვს, უცხო ამბებს ყვება თვითონ, ჩვენც გვართობს და თავსაც ირთო...მაჩვები, შაშვები და ბავშვებიტყის პირას ყანა შრიალებს, სიმინდებია ნარჩევი, გადაპარულან ყანაში გაუმაძღარი მაჩვები. ჩამოსძახიან პანტიდან...შემოდგომაგადაჰყვა ფერები ოქტომბერს, მიქრიან ქედებზე დღეები, აფრქვევენ ქარვას და ოქროსფერს ნიავის ჩურჩულში ტყეები. ...მომღერალი ჩხიკვიცხრათვალა მზე ტყის ნაპირას შემოდგომის მდელოს ხედავს, ბაჭიები ჩირგვთან წვანან, ჩიტუნები ხეზე სხედან, მთის ...ჩვენი ტყის ბიბლიოთეკაიმას, ვისაც უყვარს წიგნი, ქვეყანაზე რა მოაწყენს? _ სამოთხე აქვს თავის წილი, აღმაფრენით ცამდე აღწევს. დაიზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026