kids.ge logo

სხივი და კესანე

ფავორიტებში დამატება

წვიმიან ღრუბელს ვეფარე
მძიმეს და წვიმისფერსავე,
ავდექი, გამოვეპარე,
შენთან მოვედი, კესანე.

მე მზის სხივი ვარ, სხივები
ყველგან სიკეთეს თესავენ,
ცაზე გავაბი სიმები,
შენ რაღას შვრები, კესანე?

ნუ დარდობ, ღრუბლების ფარას
ცაზე ქარები მწყემსავენ,
ქარისგან მე დაგიფარავ,
ნუ გეშინია, კესანე.

ჩემი ძმობილი სხივები
შორს ცისარტყელას კემსავენ,
გაქრება წვიმის მძივები,
მათაც სხივები შესვამენ.

გამოდარებს სულ მალე,
ხვალე კი არა, დღესავე,
შენც ნუღარა ხარ მდუმარე,
ჩემო ლურჯთვალა კესანე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბელები და თაფლიწყაროს პირას მზიან ტყეში, ვნახე უცხო სახილველი: ხელადები ეპყრათ ხელში, - თაფლს იყოფდა სამი ბელი. დიდი კას...ტყის ნობათიაბლი-ბაბლი, აბლი-ბაბლი, გინდა მაღლით, გინდა დაბლით ტყეში ბევრი ნაყოფია - მოცვი, მოცხარი და წაბლი. მინდა გ...მომღერალი ჩხიკვიცხრათვალა მზე ტყის ნაპირას შემოდგომის მდელოს ხედავს, ბაჭიები ჩირგვთან წვანან, ჩიტუნები ხეზე სხედან, მთის ...მაჩვები, შაშვები და ბავშვებიტყის პირას ყანა შრიალებს, სიმინდებია ნარჩევი, გადაპარულან ყანაში გაუმაძღარი მაჩვები. ჩამოსძახიან პანტიდან...ციყვის სიზმარიფუღუროში მობინადრე, ჭკვიანი და თანაც ბრიყვი მეზობლებთან დამჯდარა და ასეთ ამბავს ყვება ციყვი: - გაღმა ტყეშ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026