kids.ge logo

დათვების მარანში

ფავორიტებში დამატება

რთველი აქვთ დათვებს ტყის პირას,
დაკრიფეს მაყვლის თალარი,
დარეცხეს დიდი ქვევრები,
დასუფთავეს მარანი.
ზოგი შორიდან დაბრუნდა,
მოცვზე წასული ტყეშია,
დაცალეს დიდი გოდრები -
შვებით გასწორდნენ წელშია.
შემოდგნენ საწნახელზედა,
დასძახეს ჰარი-ჰარალი,
დოვლათითა და ხალისით
ივსო დათვის მარანი.
მაყვლის და მოცვის ნაჟური
მოდის საწნახლის ტუჩიდან,
ზოგი ფელამუშს ადუღებს,
ზოგს სავსე კოკა უჭირავს.
დარბიან ურჩი ბელები
კოვზებითა და ჯამითა,
დასკდომაზე აქვთ მუცლები
ცხელი თათარას ჭამითა.
გაივსო დიდი ქვევრები,
ახლა სტუმრებსაც ელიან,
საწნახლის ახლოს დასხდნენ და
სეთ სიმღერას მღერიან:
„გვალაღებს ტყეთა ბარაქა,
ღვინო გვექნება ულევი,
ზამთარს სევხვდებით ამაყად,
დალხინებული გულებით.
ქეიფს გავმართავთ დათვები,
ვიტყვით იმ მთისას ამ მთისას,
ღვინოს დავლევთ და დავთვრებით,
ძილს მივეცემით ზამთრისას“...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვითომ-ვითომ-ვითომრომ იცოდეთ, ჩვენი ნიკო უკვე ზღაპრებს აღარ ითხოვს, უცხო ამბებს ყვება თვითონ, ჩვენც გვართობს და თავსაც ირთო...ტყის ნობათიაბლი-ბაბლი, აბლი-ბაბლი, გინდა მაღლით, გინდა დაბლით ტყეში ბევრი ნაყოფია - მოცვი, მოცხარი და წაბლი. მინდა გ...ჩვენი ტყის ბიბლიოთეკაიმას, ვისაც უყვარს წიგნი, ქვეყანაზე რა მოაწყენს? _ სამოთხე აქვს თავის წილი, აღმაფრენით ცამდე აღწევს. დაიზ...სხივი და კესანეწვიმიან ღრუბელს ვეფარე მძიმეს და წვიმისფერსავე, ავდექი, გამოვეპარე, შენთან მოვედი, კესანე. მე მზის სხივი ...ბელები და თაფლიწყაროს პირას მზიან ტყეში, ვნახე უცხო სახილველი: ხელადები ეპყრათ ხელში, - თაფლს იყოფდა სამი ბელი. დიდი კას...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026