kids.ge logo

დათვების მარანში

ფავორიტებში დამატება

რთველი აქვთ დათვებს ტყის პირას,
დაკრიფეს მაყვლის თალარი,
დარეცხეს დიდი ქვევრები,
დასუფთავეს მარანი.
ზოგი შორიდან დაბრუნდა,
მოცვზე წასული ტყეშია,
დაცალეს დიდი გოდრები -
შვებით გასწორდნენ წელშია.
შემოდგნენ საწნახელზედა,
დასძახეს ჰარი-ჰარალი,
დოვლათითა და ხალისით
ივსო დათვის მარანი.
მაყვლის და მოცვის ნაჟური
მოდის საწნახლის ტუჩიდან,
ზოგი ფელამუშს ადუღებს,
ზოგს სავსე კოკა უჭირავს.
დარბიან ურჩი ბელები
კოვზებითა და ჯამითა,
დასკდომაზე აქვთ მუცლები
ცხელი თათარას ჭამითა.
გაივსო დიდი ქვევრები,
ახლა სტუმრებსაც ელიან,
საწნახლის ახლოს დასხდნენ და
სეთ სიმღერას მღერიან:
„გვალაღებს ტყეთა ბარაქა,
ღვინო გვექნება ულევი,
ზამთარს სევხვდებით ამაყად,
დალხინებული გულებით.
ქეიფს გავმართავთ დათვები,
ვიტყვით იმ მთისას ამ მთისას,
ღვინოს დავლევთ და დავთვრებით,
ძილს მივეცემით ზამთრისას“...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბელები და თაფლიწყაროს პირას მზიან ტყეში, ვნახე უცხო სახილველი: ხელადები ეპყრათ ხელში, - თაფლს იყოფდა სამი ბელი. დიდი კას...მაჩვები, შაშვები და ბავშვებიტყის პირას ყანა შრიალებს, სიმინდებია ნარჩევი, გადაპარულან ყანაში გაუმაძღარი მაჩვები. ჩამოსძახიან პანტიდან...ტყის ნობათიაბლი-ბაბლი, აბლი-ბაბლი, გინდა მაღლით, გინდა დაბლით ტყეში ბევრი ნაყოფია - მოცვი, მოცხარი და წაბლი. მინდა გ...მომღერალი ჩხიკვიცხრათვალა მზე ტყის ნაპირას შემოდგომის მდელოს ხედავს, ბაჭიები ჩირგვთან წვანან, ჩიტუნები ხეზე სხედან, მთის ...ვითომ-ვითომ-ვითომრომ იცოდეთ, ჩვენი ნიკო უკვე ზღაპრებს აღარ ითხოვს, უცხო ამბებს ყვება თვითონ, ჩვენც გვართობს და თავსაც ირთო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026