რა−ხა−ნი−ა ბავშვ−თა სახლ−ში
ეს სუ−რა−თი მე−ორ−დე−ბა:
ფან−ჯა−რას−თან მი−დის ლე−ლა
და გამვ−ლე−ლებს აკ−ვირ−დე−ბა.
არც თა−მა−შობს, არც ერ−თო−ბა,
სულ ქუ−ჩა−ში ი−ხე−დე−ბა.
უკ−ვე ყვე−ლამ კარ−გად ი−ცის,
გო−გო დე−დას ე−ლო−დე−ბა..
მარ−თა−ლი−ა, არ უ−ნა−ხავს,-
მა−ინც იც−ნობს, რომ შეხვ−დე−ბა.
ერთ მშვე−ნი−ერ დღე−საც ნატვ−რა
უ−სა−თუ−ოდ ა−უხ−დე−ბა:
დე−და თვა−ლებს და−უ−კოც−ნის,
სა−ბანს ფრ−თხი−ლად შე−უ−კე−ცავს,
დი−ლით ჩი−ტებს გა−მო−ა−ტანს
მისთ−ვის ა−ხალ, კე−თილ ამ−ბავს.
პირ−ველ თოვლს და ყვა−ვი−ლო−ბას
დე−დი−კოს−თან ერ−თად ნა−ხავს.
მო−ძებ−ნის და და−ი−ფა−რავს
რაც არ უნ−და მოხ−დე ქვეყ−ნად.
ა−თას ბავშვ−ში გა−მო−არ−ჩევს,-
რო−ცა ერ−თხელ მო−ვა დე−და...
ნახატი ლექსები
ლექსზე „როცა დედა მოვა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო