kids.ge logo

მომღერალი ჩხიკვი

ფავორიტებში დამატება

ცხრათვალა მზე ტყის ნაპირას
შემოდგომის მდელოს ხედავს,
ბაჭიბი ჩირგვთან წვანან,
ჩიტუნები ხეზე სხედან,
მთის ნივი ყვითელ ფოთლებს
ათრთოლებს და ათამაშებს,
- მოდი, ერთად ვიმღეროთო, -
უბნება ჩხიკვი შაშვებს.
- კი ბატონო, - უთხრა შაშვმა,
შეეცვალა თუმცა ნირი,
სალამური მომარჯვა,
მოამზადა გუდა-სტვირი.
ხოლო ჩხიკვმა დასაკრავად
დაჭირა წვრილი ჩხირი,
სულ ჩხავილით გააყრუ
მოშრილე ტყის ნაპირი.
- გაჩუმდიო, - ჰკადრა შაშვმა,
ოდნავ გაჰკრა მხარზე მხარი, -
ჩხირზე დაკვრა გაგონილა?
კი არ მღერი, მხოლოდ ჩხავი!
ეგრე ჩვენთან ვერ იმღერებ,
სხვა ვინმე გყავს სანახავი,
სად შენა და სად გალობა?
დაგვანებე, ძმაო, თავი...
- რა ვნახეთო! - ჩიტუნებმა
ეს ამბავი ყველას ამცნეს,
მომღერალ ჩხიკვს დასცინიან:
- ნახეთ, ნახეთ, როგორ გვარცხვენს!..
ჩურჩულებენ ხის ფოთლებიც
და სიცილით ძირს ცვიციან,
ცინიან ბაჭიბიც,
მზის სხივებიც იცინიან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დათვების მარანშირთველი აქვთ დათვებს ტყის პირას, დაკრიფეს მაყვლის თალარი, დარეცხეს დიდი ქვევრები, დაასუფთავეს მარანი. ზოგი...ვითომ-ვითომ-ვითომრომ იცოდეთ, ჩვენი ნიკო უკვე ზღაპრებს აღარ ითხოვს, უცხო ამბებს ყვება თვითონ, ჩვენც გვართობს და თავსაც ირთო...ციყვის სიზმარიფუღუროში მობინადრე, ჭკვიანი და თანაც ბრიყვი მეზობლებთან დამჯდარა და ასეთ ამბავს ყვება ციყვი: - გაღმა ტყეშ...ჩვენი ტყის ბიბლიოთეკაიმას, ვისაც უყვარს წიგნი, ქვეყანაზე რა მოაწყენს? _ სამოთხე აქვს თავის წილი, აღმაფრენით ცამდე აღწევს. დაიზ...სხივი და კესანეწვიმიან ღრუბელს ვეფარე მძიმეს და წვიმისფერსავე, ავდექი, გამოვეპარე, შენთან მოვედი, კესანე. მე მზის სხივი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026