kids.ge logo

ჩემი სიმღერა

ფავორიტებში დამატება
ტიალმა წუთისოფელმა
ნაღველი დამალევია;
არც მომკლა, არც დამარჩინა,
არც სული დამალევია.

გაჩენის დღესა ვიწყევლი,
სიცოცხლის წამსა ვაჩვენებ;
მატყუარ სოფელს ვატყუებ:
რასაც ვგრძნობ, მას არ ვაჩვენებ!

ცრემლი რომ მაღრჩობს, ვიცინი...
ჩემი პირბადე ის არი!
სხვას ხელთ რად მივსცე ჯირითად
მე ჩემი გულის ისარი?!

ჩემი ეკალი სხვებისთვის
ა, ზამბახ-ვარდები.
თავო, ნუ ეძებ თანამგრძნობს, -
სისულელეში ვარდები!

სჯობს, ისევ მწარე სოფელმა
ნაღველი დამალევიოს;
არც მომკლას, არც დამარჩინოს,
არც სული დამალევიოს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქუთაისიმშვენიერო ქუთაისო, სავარდო და სამაისო! ვინ ყოფილა შენი მავნე, გულს ეკალი რომ დაგისო? შენი ციხე-გალავანი, ...ღამურაერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა, დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა: “იმ უსამართლო ბუ...მუხამბაზინახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე. არ მშორდება მწუხარება და ჭირი, მაგრამ მაინც ...ღმერთო, წვიმა მოიყვანეღმერთო, წვიმა მოიყვანე წითელი და შხაპუნაო, რომ გავიდეთ სამუშაოდ და დავსძახოთ “ჰოპუნაო!” რომ ქალებიც გვერდ...თხაერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა. ატროკდა ერთხელ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026