kids.ge logo

ნაყინი

ფავორიტებში დამატება

მენაყინე ძიო,
თუ ნაყინი რძეო,
ნუ, რძისგან მზადდება-
სე გამიგიო,
ზამთარში რად გვიშლიან?
დედას რისი შიში აქვს?
შეხე, გაშლილ იებსო_
გაზაფხულდა, ნაყინი
ყელს არ გამიცივებსო.
ყულაბასაც გავტეხავ,
სულ არ მიღირს ჩირადო,
თუკი ამ ჩვენ ქუჩაზე
ჩამოივლი ხშირადო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კოწია მამალიოცი დედლის ამალით, ბაღდათური მამალი მობრძანდება კოპწია, განი, განი კოწიას! დეზიანი ბატონი, სხვა მამლების ...ეზომზიანი დღე იყო გუშინ, გვაქეზებდა ეზოს ნუში დაბერილი კვირტებით: -მიდით, განიტვირთებით, მოწყენილი ნუ ხართო,...დათვებიარ აცალეს ღამეს წასვლა, ცისკრის ვარსკვლავს ანთება, საახალწლო სამზადისი გააჩაღეს დათვებმა. მამა დათვმა წაი...ჩიორა-ჩიტი-დედი, რაო, ჩიორა- ჩიტმა, ერთმა ფიორამ? რას სტვენს ჩვენი თხილიდან, ასე ტკბილად დილიდან? -დილა გალობისაო, ...აპრილიაღლუმია სითეთრის, გულო, რას მოესწარი, თითქოს გზებზე გაჰფინეს უთვალავი ზეწარი. გულო, ამ მისნობისთვის ნეტა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026