kids.ge logo

აპრილი

გაზაფხულის ჩანახატები

ფავორიტებში დამატება

აღლუმია სითეთრის,
გულო, რას მოესწარი,
თითქოს გზებზე გაჰფინეს
უთვალავი ზეწარი.
გულო, ამ მისნობისთვის
ნეტა გაგაძლებია!
ლუჩები, ტყემლები
თეთრი პატარძლებია.
ფეთქავს აის-დაისით,
ბლებით და ალუბლებით,
გულო, როგორ იქნები
ვინმესთან დაუბრებით?
რაც ლაჟვარდებს აკლია-
ინდოთით მოველით,
ცას მოარღვევს სითეთრის
შავი მახარობელი.
ნეტა, რაზე ჟღურტულებს,
რას გვიწბილებს ურჩიო?
რას და , აპრილს ქათქათას
რად უწოდეთ ლურჯიო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეზომზიანი დღე იყო გუშინ, გვაქეზებდა ეზოს ნუში დაბერილი კვირტებით: -მიდით, განიტვირთებით, მოწყენილი ნუ ხართო,...მათე მიდის სკოლაშიმამალმა თქვა: - გათენდა, გააღვიძეთ მათე და ჩაულაგეთ ჩანთაო, ზარმაცი არ ჩანდაო! -ფანქრები და კალამიც,- მათ...მარი ზღმარტლითგაღმა სერზე ზღმარტლი მწიფს, ციცქნა მარი ბილიკს წვრილს შეჰყვა, კალათს ბებო ოლღამ მოაყოლა ჭრელი ქოლგა, რადგ...ნაყინიმენაყინე ძიაო, თუ ნაყინი რძეაო, ანუ, რძისგან მზადდება- ასე გამიგიაო, ზამთარში რად გვიშლიან? დედას რისი ში...ტიტებიდაიძახა უცებ: - ჭიტა!.. გაიშალა ბევრი ტიტა. ყვირის ნიტა: - სად ხარ, რეზო, გადაწითლდა ჩვენი ეზო; შენც აქ მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026