kids.ge logo

ახალი წლის ღამე

ფავორიტებში დამატება

ხალი წლის ღამე ახლოვდება,
ნეტავ გადათეთრდეს მთა და მდელო,
მენატრება , ო, რარიგად მენატრება
თქვენი მოფერება ფანტელებო.
წუხელ სიზმრად გნახე თოვლის ფიფქო,
თითქოს ხელის გულზე გატარებდი,
სახალწლოდ მორთულ ნაძვის ხესთან
ძველ სიმღერებს გიმღეროდნენ პატარები.
დილა სიხარულით თენდებოდა,
ქვეყნად მწუხარება აღარ იყო,
ბნელი სინათლისგან მხილებული,
მართლა ფიფქებივით გამქრალიყო,
ხალიწლის ღამე დამდგარა და
თეთრად გადათეთრდა მთა და მდელო,
თქვენი მოფერება მომენატრა
მშვიდად მოფარფატე ფანტელებო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მყინვარწვერი„დე იყოს სხვისი მთები უფრო მაღალი, დე იყოს სხვისი ზეცა ჩემსაზე ლურჯი, აქ სიჩუმეში მყინვარწვერის ისმის ღაღ...მზის დედოფალათუმც პატარა ვარ, მზეს ვგავარ, ოქროს გული მაქვს ღიაო, ჩემი დობილნიც მიყვარან, ვარდი, ყაყაჩო, იაო. ცისა და ...ვეხმარები დედიკოსჩემს პატარა ძამიკოს მოვლა უნდა ძალიან, რაც ის გაჩნდა დედიკოს უკვე აღარ სცალია. მე ხომ დიდი გოგო ვარ, უნდა...ზაფხულირა კარგია ზაფხული მზის სხივს ვასწრებ ადგომას, არ მბეზრდება მთელი დღე თამაში და გართობა. იცი მე რა სწრაფი ...მთელი წელი ველოდებიმთელი წელი ველოდები თეთრწვერება თოვლის პაპას, მოვა, გახსნის თავის ხურჯინს, გაგვახარებს დიდს, პატარას. საჩ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026