kids.ge logo

ახალი წლის ღამე

ფავორიტებში დამატება

ხალი წლის ღამე ახლოვდება,
ნეტავ გადათეთრდეს მთა და მდელო,
მენატრება , ო, რარიგად მენატრება
თქვენი მოფერება ფანტელებო.
წუხელ სიზმრად გნახე თოვლის ფიფქო,
თითქოს ხელის გულზე გატარებდი,
სახალწლოდ მორთულ ნაძვის ხესთან
ძველ სიმღერებს გიმღეროდნენ პატარები.
დილა სიხარულით თენდებოდა,
ქვეყნად მწუხარება აღარ იყო,
ბნელი სინათლისგან მხილებული,
მართლა ფიფქებივით გამქრალიყო,
ხალიწლის ღამე დამდგარა და
თეთრად გადათეთრდა მთა და მდელო,
თქვენი მოფერება მომენატრა
მშვიდად მოფარფატე ფანტელებო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა მკერავიგუშინ კაბა დაეხა ჩემს საყვარელ თოჯინას, საღამოს კი გაფუჭდა ჩემი ძველი ჭოჭინა, დედას რომ არ გაეგო ეს ახალი...გვირილები კეკლუცობენგვირილები კეკლუცობენ, არ ადარდებთ ჭორები, ყაყაჩოს კი სირცხვილისგან გაუწითლდა ლოყები. მინდვრის ყვავილს ეპრ...მზის დედოფალათუმც პატარა ვარ, მზეს ვგავარ, ოქროს გული მაქვს ღიაო, ჩემი დობილნიც მიყვარან, ვარდი, ყაყაჩო, იაო. ცისა და ...ბეღურაზამთარია, სიცივისგან მობუზულა ბეღურა, მზეს კი თავის ლურჯი ქუდი, ზაფხულში რომ ეხურა, მოუხდია, ვერცხლის გვი...ვეხმარები დედიკოსჩემს პატარა ძამიკოს მოვლა უნდა ძალიან, რაც ის გაჩნდა დედიკოს უკვე აღარ სცალია. მე ხომ დიდი გოგო ვარ, უნდა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026