kids.ge logo

პატარა მკერავი

ფავორიტებში დამატება

გუშინ კაბა დახა
ჩემს საყვარელ თოჯინას,
საღამოს კი გაფუჭდა
ჩემი ძველი ჭოჭინა,
დედას რომ არ გაგო
ეს ახალი ამბები,
გამოვიღე უჯრიდან
ნემსები და ძაფები.
განა ბევრი ვიწვალე,
თქვენ არ მიცნობთ ვინცა ვარ,
კერვა თვითონ ვისწავლე
ჩემს თოჯინას ვფიცავარ!
მარჯვედ ვხმარობ მაკრატელს
ამ პატარა თითებით,
ბებია და დედიკო
ხალ კაბებს გპირდებით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზოოპარკშიზოოპარკში ვიყავით მე და ჩემი დაიკო, კიდევ უნდა წავიდეთ, ისე კარგი რამ იყო. მაიმუნებს ვაჭმევდით ჩვენი ხელი...მყინვარწვერი„დე იყოს სხვისი მთები უფრო მაღალი, დე იყოს სხვისი ზეცა ჩემსაზე ლურჯი, აქ სიჩუმეში მყინვარწვერის ისმის ღაღ...ბებოს დალოცვაჩემო პაწაწინავ, ჩემო ჩიტუნიავ, გულში ჩამიკარი პატარა ხელებით, თვალებში მზისფერი შუქი ჩაგდგომია, მზესავით ...დედიკოსმითხარი რით გაგახარო, ჩემო დედიკო, ტკბილო, მინდა, რომ მუდამ თან მდევდეს, შენი თვალების სითბო, არასდროს რო...გაზაფხულიგაზაფხულდა. მისი მოსვლით ყვავილები ხარობს. ვარდს ბულბული ეუბნება, რა ლამაზი ხარო, წამო, ერთად ვინავარდოთ,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026