kids.ge logo

მხატვარი

ფავორიტებში დამატება
კედელზე ცხენი ხატია,
ტაკზე კი - ძაღლები,
მოხატულია ფანჯარა,
მოხატულია კარები.
მზე ახატია სავარძელს
და ვარსკვლავები მაგიდას,
ჭერზე დამსხდარან კურდღლები,
სპილო გვიღიმის ჭაღიდან.
ლამის შეგვღებოს ყველანი,
ჩვენც ვეღარ გადავურჩებით:
ხელში ჩაიგდო გიორგიმ
საღებავი და ფუნჯები!

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026